Belive

"სამარცხვინოა, გააუქმეთ მისი კონტრაქტი" - ბარსელონას ფანები ლენგლეს უღირსმა საქციელმა განარისხა!

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მიუნხენში გამართული მატჩი, "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. პრინციპულ მეტოქესთან განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს. აღსნიშნავია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, "ბარსელონამ" პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლების მოპოვება. რამდენიმე თვის წინ, კატალონიური გრანდის გულშემატკივრები ლეო მესის ბრწყინვალე პერფორმანსის ყურებით ტკბებოდნენ, ახლა კი საყვარელი გუნდის UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის ხილვა მოუწევთ. სამწუხარო მარცხის ფონზე, "ბლაუგრანას" გულშემატკივრები კლემენ ლენგლეს საქციელმა კიდევ უფრო განარისხა. "ბაიერნის" წინააღმდეგ უსახური თამაშისა და სამწუხარო მარცხის მუხედავად, კლემენ ლენგლე შესანიშნავ ხასიათზე იყო და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად იცინოდა. ლენგლეს ქმედებით განრისხებული ფანები მისი კონტრაქტის გაუქმებას მოითხოვენ და კლუბის ხელმძღვანელებს ფრანგი მცველის გუნდიდან გაშვებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, მსგავსი კრიტიკის ქარცეცხლში ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ედენ აზარიც გაეხვა. 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, "არისტოკრატებმა" "რეალის" ბარიერი გადალახეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. "ჩელსისთან" განცდილი მარცხის მიუხედავად, აზარი მშვენიერ განწყობაზე იყო და ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ხალისობდა, რამაც "ბლანკოსის" ფანების გაღიზიანება გამოიწვია.
111

სხვა სტატიები