Belive

სამირ ნასრი და სხვა სატრანსფერო სიახლეები

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და გუნდებმა დაიწყეს აქტიურობა. "Daily Mail"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ევერტონს" ფრანგი ნახევარმცველის, სამირ ნასრის შეძენა სურს. "არსენალისა" და "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა და ბანი დაადეს. 31 წლის ნასრის ბანი ნოემბერში გასდის. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ევერტონი" ფრანგ ფეხბურთელს შეიძენს. ესპანელ ფეხბურთელს, ხუან მატას "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ინფორმაციას "The Sun" ავრცელებს. 30 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ კონტრაქტის პირობებს დათანხმდება. "Daily Express"-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემს" იანვარში კოტ-დ'ივუარისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, ერიკ ბაილის შეძენა სურს. ლონდონელები 24 წლის ფეხბურთელში 85 მილიონ ფუნტს იხდიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონით, მარცხენა მცველით, ლუკას ერნანდესით ინტერესდება. მადრიდის "ატლეტიკოს" ინგლისელები 22 წლის ფეხბურთელში  80 მილიონ ევროს სთავაზობენ. ინფორმაციას "Marca" ავრცელებს. გამოცემა "El Mundo Deportivo"-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის მცველით, მატიას დე ლიხტით დაინტერესდა. სამუელ უმტიტის ტრავმისა და ხერარდ პიკეს არასტაბილური თამაშის შემდეგ, ესპანელებმა დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს. დე ლიხტი "ბარსელონას" წინა სეზონშიც სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი ჰოლანდიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტისაც" მოუნდა. იტალიური გამოცემა, "Calciomercato" ინფორმაციას ავრცელებს, რომ "რომას" თურქი შემტევი, ჩინგიზ უნდერი შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს. 21 წლის ფეხბურთელის შეძენა "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" სურთ. უნდერი "რომაში" ახალი კონტრაქტის დეტალებს ელოდება.      

სხვა სტატიები