Belive

სამირ ნასრიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. ნასრის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე 2018 წელს დოპინგის გამოყენების გამო მიღებულმა 18-თვიანმა დისკვალიფიკაციამ იმოქმედა, რამაც ფეხბურთისადმი მისი დამოკიდებულება შეცვალა. ფრანგის ბოლო გუნდი ,,ანდერლეხტი'' იყო, სადაც 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ნასრი სხვადასხვა დროს ,,მარსელში'', ,,არსენალში'', ,,მანჩესტერ სიტიში'', ,,სევილიაში'', ,,ანტალიასპორსა'' და ,,ვესტ ჰემში'' თამაშობდა. ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა.


 

სხვა სტატიები