სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე – მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია

სამხრეთ სუდანელი ბავშვის მაისური საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგამოფენო ჩვენებაზე, სამხრეთ სუდანელი ბავშვის მიერ ნაცვამ მაისურს “მილანის” მუზეუმში გამოფენენ.

საყვარელი გუნდის მაისურის დახევის ან დაზიანების შემდეგ, უმეტესობა ჩვენგანი მას აღარ ვხმარობთ და ვაგდებთ – სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც სხვა არჩევანი არ აქვთ და დახეული მაისურის ჩაცმა უწევთ. სამხრეთ სუდანში მოგზაურობის დროს, ფოტოგრაფმა იან გრარუპმა “მილანის” დახეულ მაისურში გამოწყობილი ბავშვი შენიშნა, რომელსაც მაისურის გაცვლა შესთავაზა. ფოტოგრაფმა ბავშვს “მილანის” ახალი მაისური უყიდა – სანაცვლოდ კი დახეული გამოართვა.


სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე - მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია 1

პატარა ბავშვსა და ფოტოგრაფს შორის დადებული გარიგების შემდეგ, გრარუპმა ფოტო Instagram-ზე განათავსა. ამბავი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც მილანური გრანდის ყურადღებაც მიიპყრო.

“არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. საყვარელი კლუბები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს. იტალიაში “მილანს” ვგულშემატკივრობ. უკანასკნელი მოგზაურობის ფარგლებში, სამხრეთ სუდანის დატბორილი ტერიტორიები მოვინახულე. შევხვდი უამრავ ბავშვს, რომელთაც უყვართ ფეხბურთი მაგრამ წყალდიდობის გამო არ აქვთ მოედანი, რომ ითამაშონ. მდინარე ნილოსის სანაპიროზე, სოფელში სახელად “კანალი” ერთ განსაკუთრებულ ბავშვს შევხვდი, რომელსაც “მილანის” დახეული და პრაქტიკულად განადგურებული მაისური ეცვა”.

“საუბრის დროს გარიგების დადება შევთავაზე. მე ვუყიდიდი “მილანის” ახალ მაისურს – სანაცვლოდ ის თავის დახეულ მაისურს გადმომცემდა. ბავშვს ძალიან გაუხარდა და დამთანხმდა. ჩემთვის მისი მაისური ხელოვნებაა – ის მიზნისადმი შეუპოვარი ბრძოლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. მაისური საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიყიდება, რათა სამხრეთ სუდანელ ბავშვებს დავეხმაროთ”, – აღნიშნა გრარუპმა.


სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე - მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია 2


სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე - მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია 3


სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე - მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია 4

სამხრეთ სუდანიდან როსონერის მუზეუმამდე – მილანის მაისურის გასაოცარი ისტორია

სტატიის ავტორი
-