Belive

სამპდორიას კიდევ 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსით "სამპდორიას" ფორვარდის, მანოლო გაბიადინის შემდეგ, გუნდის კიდევ 4 ფეხბურთელი დაინფიცირდა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა. მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი "სამპდორიას" ამ 4 მოთამაშეზე აჩვენა: ომარ ჩოლი, ეკდალი, თორსბი და ლა გუმინა. რა თქმა უნდა, იტალიელები მთელი შემადგენლობით 14 დღიან კარანტინში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ COVID 19-ით სერია A-ში დაინფიცირდა "იუვეს" მცველი, დანიელე რუგანიც. ამჟამად ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატები შეჩერებულია. ასევე აღარ მიმდინარეობს ევროტურნირები.

სხვა სტატიები