Belive

სამწლიანი პაუზის შემდეგ - ქობულეთის შუქურა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქობულეთის შუქურა საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. 29 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც აჭარულმა კლუბმა საშინაო არენაზე, გასავარდნ ზონაში მყოფ თბილისურ "ვიტ ჯორჯიასთან" - 0:1 წააგო, თუმცა, ამის მიუხედავად, ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. ეს იმის დამსახურებით, რომ ქობულეთელთა უახლოესმა მდევარმა წყალტუბოს "სამგურალმა" "შევარდენთან" თავისი შეხვედრა 1:2 დათმო. უშუალო კონკურენტთან საშინაო შეხვედრაში მარცხის მერე, 27 ქულის მქონე "სამგურალისთვის" მასზე ოთხი ქულით მეტის დამგროვებელი "შუქურა" მიუწვდომელი გახდა. ვინაიდან, კორონავირუისის პანდემიის გამო, წლევანდელი სეზონი შეცვლილი ფორმატით - ოთხის ნაცვლად ორ წრედ ტარდება და გათამაშების დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. ბოლო ტურის მატჩს ქობულეთელები 9 დეკემბერს, სამეულისთვის მებრძოლ "გაგრასთან" გამართავენ.

სხვა სტატიები