Belive

სამუელ ეტო'ო ირწმუნება, რომ მსოფლიო ჩემპიონი კამერუნი გახდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა თავდამსხმელმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პროგნოზები გაამხილა და ამბობს, რომ კამერუნის ნაკრები ფინალში მაროკოს დაამარცხებს. ამ ყველაფრის გარდა, ის თვლის, რომ ყველა აფრიკული გუნდი შეძლებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას და 1/8 ფინალური საგზურის მოპოვებას.

"აფრიკული გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მზად არიან. წლების განმავლობაში აფრიკის გუნდებმა უფრო და უფრო მეტი გამოცდილება შეიძინეს და ვფიქრობ, ისინი მზად არიან არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, არამედ ამ შეჯიბრის მოსაგებადაც." - განაცხადა სამუელ ეტო'ომ

მიუხედავად ამისა, ისტორია სხვა სურათს გვაჩვენებს. საინტერესოა, რომ არცერთ აფრიკის ქვეყნას ნახევარფინალამდეც კი, არ მიუღწევია. კამერუნის ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფში, სერბეთთან, შვეიცარიასთან და ბრაზილიასთან მოხვდა. აფრიკელთა ასპარეზი მუნდიალზე, 24 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ იწყება.

სხვა სტატიები