Belive

სამუელ ეტო'ო ლივერპულის ვარსკვლავს ბარსელონაში გადასვლას ურჩევს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდის ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტო'ომ მოჰამედ სალაჰს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია. 2017 წელს, "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, ეგვიპტელი შემტევი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება - მო სალაჰმა "ლივერპულის" მაისურით ჩატარებულ 74 შეხვედრაში 54 გოლის გატანა შეძლო. არაერთი ტაბლოიდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის შეძენა "რეალს" სურს, თუმცა 38 წლის სამუელ ეტო'ო მას "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს. "უკეთესი იქნება თუ "ბარსელონაში" გადავა. "რეალმა" მომცა შესაძლებლობა დამეტოვებინა აფრიკა, მაგრამ მე ვიცი "ბარსელონას" სათამაშო სტილი და ვფიქრობ, რომ სალაჰისათვის "ბლაუგრანა" უკეთესი ვარიანტი იქნება." "მოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს", - აღნიშნა სამუელ ეტო'ომ.

სხვა სტატიები