Belive

სამუელ ეტო'ომ ჟოელ მატიპს ნაკრებში დაბრუნებაზე უარი უთხრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სამუელ ეტო'ოს, გადაწყვეტილებით, ,,ლივერპულის'' მცველი, ჟოელ მატიპი, ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა:

,,ეს ეროვნული ნაკრებია. ჩვენ ვერ მოვითმენთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან,'' - თქვა ეტო'ომ.
ჟოელ მატიპს ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან არ უთამაშია. მაშინ მან ნაკრების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აფრიკის თასზე არ გაემგზავრა. 30 წლის მცველს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში სულ 27 მატჩი აქვს ჩატარებული. კამერუნელები წელს მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში ბრაზილიის, სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

სხვა სტატიები