Belive

სამუელ ეტო'ო: "აზარი მესის დონის ფეხბურთელია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" და მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ ედენ აზარისა და სერხიო ბუსკეტსის შესახებ ისაუბრა. "ძალიან მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვნახო დიდებული სერხიო ბუსკეტსი. იმედი მაქვს, ის თავის საუკეთესო თვისებებს კვლავ გამოამჟღავნებს. როდესაც ის პიკს აღწევს, "ბარსელონა" ყოველთვის იგებს ტიტულებს. ედენ აზარი? ის ლიონელ მესის დონის მოთამაშეა”, - თქვა ვეტერანმა კამერუნელმა ფორვარდმა. ბუსკეტსი, რომელიც "ბლაუგრანას" აკადემიის. "ლა მასიას" აღზრდილია, მთავარ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. მან არაერთ ტიტულთან ერთად, 8-ჯერ ლა ლიგა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები