Belive

სამუელ ეტო'ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო'ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ეტო'ომ მოქმედ პრეზიდენტს, სეიდუ მბომბო ნჯოიას, 12 ხმით აჯობა. არჩევნებში სულ 7 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა ხუთმა მათგანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

,,ვესაუბრე ბიზნესის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ინვესტიციას, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ,'' - განაცხადა კამერუნელმა, რომელმაც პირობა დადო, რომ თავისი მანდატის განმავლობაში ქვეყანაში 10 სტადიონი აშენდება.
ეტო'ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,რეალში'', ,,ლეგანესში'', ,,მალიორკაში'', ,,ბარსელონაში'', ,,ინტერში'', ,,ანჟიში'', ,,ჩელსიში'', ,,ევერტონში'', ,,ანტალიასპორში'', ,,ქონიასპორსა'' და ,,ყატარში'' თამაშობდა.

სხვა სტატიები