Belive

სამუელ ეტო'ომ ბარსელონაში ლეო მესის შემცვლელი დაასახელა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, სამუელ ეტო'ომ კატალონიურ გრანდში ლეო მესის შემცვლელად ანსუ ფატი მოიაზრა. "ვფიქრობ, ანსუ ფატის დიდებული მომავალი აქვს. ამჟამად ის საოცრებებს აკეთებს და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ კლუბმა მასზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც მომავალში ლეო მესის ადგილს დაიკავებს", - თქვა ვეტერანმა კამერუნელმა თავდამსხმელმა. 2020 წლის ზაფხულში გაუთავებელი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საგა შედგა, როცა ლეო მესის გაცხადებული სურვილი ესპანური კლუბის დატოვების თაობაზე, კონტრაქტში არსებული წინაღობების გამო არ ასრულდა. დიდი შანსია, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელმა მშობლიური კლუბი რამდენიმე თვეში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. 39 წლის ეტო'ო "ბარსაში" 2004-09 წლებში თამაშობდა და ლეო მესის მხარდამხარ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ლა ლიგა, ორჯერ კოპა დელ რეი, ორჯერ კი ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები