Belive

სან ხოსეს თამაში გადაიდო - კაშია და ყაზაიშვილი უთამაშებლები არიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელების "სან ხოსეს" მატჩი "ლოს ანჯელესის" წინააღმდეგ გაიდო. მიზეზი მეტოქე გუნდში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევაა. როგორც მოგეხსენებათ, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ თამაშს გამართავს. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სათამაშო პრაქტიკა აღნიშნული დაპირისპირებისთვის უმნიშვნელოვანესია. გასული სანაკრებო პაუზის შემდეგ, ორივე მათგანს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწია, რის გამოც გურამ კაშიას "სან ხოსეში" 1 თამაშიც არ ჩაუტარებია. რაც შეეხება ვაკოს, მან მხოლოდ გასულ ტურში, 8 წუთით ითამაშა. შემდეგი შეხვედრა "სან ხოსეს" 8 ნოემბერს ელის, თუმცა ამ დროისთვის კაშია და ყაზაიშვილი საქართველოში იქნებიან.  

სხვა სტატიები