Belive

სან სირო დაინგრევა - მას კულტურული ან ისტორიული მნიშვნელობა არ მიენიჭა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე უდიდესია იმის ალბათობა, რომ "სან სირო" მომდევნო წლებში დაინგრევა. ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის კომისარმა განაცხადა, რომ მილანში მდებარე სტადიონი კულტურულ ან ისტორიულ მნიშვნელობას არ ატარებს. ამის შესახებ ცნობა მილანის მერმა ბეპე სალამ მოითხოვა. როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" და "ინტერი" 2022/23 წლების სეზონისთვის ახალი სტადიონის აშენებას გეგმავენ, რომელიც 60 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი. კულტურული მემკვიდრეობის კომისარიატმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 1937/39 წლებში "სან სიროს" რეკონსტრუქცია ხშირად გაუკეთეს, რითაც მან პირვანდელი სახე დაკარგა.  

სხვა სტატიები