Belive

სან სიროს განახლებული სტადიონი 2026 წელს დასრულდება | 1-მილიარდ ევროიანი გეგმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო სპორტულ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად "ინტერსა" და "მილანს" სხვადასხვა საფეხბურთო სტადიონი უნდა ჰქონოდათ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ განახლებულ "სან სიროზე" კვლავ ორივე გუნდი ითამაშებს. იტალიური სპორტული მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ "სან სიროს" რეკონსტრუქცია 1 მილიარდი ევროზე მეტ ხარჯს მოითხოვს და მისი საბოლოო ფორმა მიახლოებული იქნება მილანის საკათედრო ტაძართან. დიზაინერული კუთხით იყო სხვა ვარიანტებიც, თუმცა კლუბების შიდა სამზარეულოში ზემოთხსენებული არჩევანი გაკეთდა. არსებული მოსაზრებისა და ინფორმაციების თანახმად სტადიონის საბოლოო ვერსია 2026 წლისთვის უნდა იყოს მზად. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი 1925 წელს აშენდა და უამრავი მნიშვნელოვანი მატჩის მასპინძელიც იყო. ორივე კლუბის განცხადება ასეთია: "ინტერი და მილანი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ღონისძიება აუცილებელია,უნდა დაიწყოს პროექტი, რომელიც მილიარდ ევროზე მეტ კერძო ინვესტიციას მოითხოვს და რომელიც ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც ქალაქ მილანისა და იტალიური ფეხბურთის მომავალ განვითარებას ემსახურება”.

სხვა სტატიები