Belive

სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 50 წლის გახდა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სანაკრებო დონეზე, ალი დაეი დღეს 50 წლის გახდა. ლეგენდარულ ფეხბურთელს კარიერის მანძილზე ირანის ნაკრების შემადგენლობაში 109 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება დაეის საკლუბო კარიერას, მან ფეხბურთის თამაშს თავი 2007 წელს დაანება და ევროპის მხოლოდ 3 გუნდში ითამაშა. ირანული ფეხბურთის ლეგენდა პირველად "არმინიაში" წავიდა, შემდეგ კი "ჰერტასა" და "ბაიერნის" ფეხბურთელი იყო. მიუნხენურ გუნდში ალიმ 23 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ამდენივე "ჰერტაში", "არმინიაში" კი 7 ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირებში კრიშტიანუ რონალდუ სწორედ ალი დაეის ჩამორჩება. პორტუგალიელის ანგარიშზე 85 გოლია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "იუვენტუსის" ერთ-ერთ ლიდერს ტურინულ კლუბისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად დროებით სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვს.

ალი დაეის გოლები ირანის ნაკრებში:

სხვა სტატიები