მიქელთაძემ ნაკრებში ჩამოსვლის გამო, ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა
,,ნიუკასლ ჯეთსის” თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის გამო, ,,ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი ავსტრალიის A ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც 25 მაისს სიდნეიში კატალონიურ გრანდს უნდა შეხვდეს. ,,ბარსელონასთან არ ვითამაშებ, რადგან ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის მთავარია, დროულად ჩამოვიდე და კარგად მოვემზადო. ახლა თვითმფრინავში ვარ და საქართველოში მოვფრინავ,” – […]
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ,,რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მინიმუმ 5 წლით უნდა მოიკვეთონ”
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა, რუსი სპორტსმენების მკაცრად დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა: ,,მიმაჩნია, რომ რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მინიმუმ 5 წლით უნდა მოკვეთონ, მინიმუმ! მათ არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან შეჯიბრებებში, სადაც ადამიანურ ღირებულებებს პატივს სცემენ,” – განაცხადა პეტრაკოვმა. რამდენიმე კვირის წინ, უეფამ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო: 2022-2023 წლების სეზონში რუსული […]
არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, იტალიასთან გასამართი მატჩისთვის (ფინალისიმა 2022) 29 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, ,,ფეიენოორდის” მცველი, მარკოს სენესი მოხვდა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ფრანკო არმანი, ხერონიმო რული, ხუან მუსო. მცველები: გონსალო მონტიელი, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ნეუენ პერესი, ხუან ფოიტი, ლისანდრო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან მორენო, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო, […]
ისტორიაში პირველად | 2022 წლის მუნდიალს ქალი არბიტრები განსჯიან
ფიფამ გამოაქვეყნა სია იმ 36 მსაჯისა და 69 ასისტენტისა, რომლებიც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს განსჯიან. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, არბიტრთა რიგებში სამი ადგილი ქალებს ერგოთ. ცნობილია, რომ 2022 წლის მუნდიალზე მთავარ მსაჯებად: სტეფანი ფრაპარი, (ჩემპიონთა ლიგისა და ევროს საკვალიფიკაციო ეტაპების გამოცდილება) სალიმა მუკანსანგა, (აფრიკის თასი) და იოშიმი იამაშიტა (აზიის ჩემპიონთა ლიგა) იმუშავებენ. გარდა ამისა, მსაჯებს […]
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უეფას ერთა ლიგის ჩატარების იდეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა: ,,ერთა ლიგა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა. ფეხბურთელები 70 მატჩს ატარებენ, მაგრამ ერთა ლიგაზე თამაშს აგრძელებენ მაშინ, როცა სეზონი დასრულებულია… ოთხი, ხუთი, ექვსი შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში. მირჩევნია, უეფამ უფრო დიდი ფული მიიღოს ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და ერთა ლიგაზე უარი თქვას. ეს […]
საქართველო U15 2:0 სომხეთი U15 (VIDEO)
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა. ამხანაგურ შეხვედრაში ოლექსანდრ პეტრაკოვის გაწვრთნილი ნაკრები სტუმრად “მიუნხენგლადბახს” დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. უკრაინელთა რიგებში გოლების გატანა მუდრიკმა და პიხალიონოკმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩში საქველმოქმედო ხასიათის იყო. შემოსული თანხა დაზარალებული უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხება. უკრაინის ეროვნული ნაკრები 1-ელ ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის […]
EA Sports-სა და FIFA-ს შორის არსებული თითქმის 30-წლიანი პარტნიორობა FIFA 23-ით დასრულდება. ინფორმაცია სათამაშო ინდუსტრიის ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ვიდეოთამაშის ახალი სახელწოდება EA Sports FC იქნება და პირველი ნაწილი 2023 წელს გამოვა. ,,მომავალ წელს EA Sports FC ფეხბურთის მომავალი გახდება. ჩვენს 300-ზე მეტ ლიცენზირებულ პარტნიორთან ერთად, მზად ვართ, გლობალური ფეხბურთის გამოცდილება […]
უკრაინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი სათამაშო მაისური წარადგინა, რომლითაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მაისურზე უკრაინის საზღვრებია გამოსახული და ის იმ ქვეყნების დროშებითაა გაფორმებული, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და ბარბაროსული ქმედებების დროს, უკრაინას აქტიურ მხარდაჭერას უწევს – უკრაინის ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაცაა გამოსახული. მაისურის კიდევ ერთ განსაკუთრებულ კომპონენტს […]
კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჯერად კი კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამუელ ეტო’ომ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მის ნაკრებსაც შეუძლია: ,,არ მესმის, რატომ არ შეუძლია კამერუნს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება? მიმაჩნია, რომ გასამარჯვებლად აუცილებელი არ არის მონსტრი ან უცხოპლანეტელი იყო, საჭიროა კარგი მომზადება, ძლიერი მენტალიტეტი და სიგიჟე. კარიერის განმავლობაში რამდენიმე ტიტული მოვიგე და ამისთვის ყველაფერი […]
ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად სიცოცხლეს გავწირავ”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,ამ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა მსურს, რომ 2022 წელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დავასრულო. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს და თასი ბრაზილიაში ჩავიტანოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად ვემზადები. ამ ტიტულისთვის სიცოცხლეს გავწირავ. მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს […]
უკრაინის ნაკრები სლოვენიაში შეიკრიბა
უკრაინის ეროვნული ნაკრები ომის დაწყების შემდეგ პირველად შეიკრიბა. ოლექსანდრ პეტრაკოვის გუნდმა მზადება ფეხბურთელთა შეზღუდული რაოდენობით დაიწყო. “ჯერჯერობით, სრულფასოვან ვარჯიშებზე საუბარი რთულია, რადგან გუნდში 11 ფეხბურთელია. მათგან ერთ-ერთს, მიხაილ მუდრიკს გამოკვლევა უტარდება, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების ექიმები დაადგენენ დისკომფორტის მიზეზს. ნახევარმცველი “შახტარის” მიერ, ჰაიდუკის “სპლიტთან” ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა,” – ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გეტყვით, […]