ოფიციალურად | რანგნიკი ავსტრიის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რალფ რანგნიკი ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, რანგნიკმა ავსტრიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მოგვიანებით კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება. ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციასა და გერმანელ სპეციალისტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა. რანგნიკი აღნიშნავს, რომ ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ჩაბარების პარალელურად, აქტიურად […]
ფოდენი, საკა, რაისი – ინგლისის სავარაუდო შემადგენლობა EURO 2028-ზე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციებმა EURO 2028-ის ერთობლივი მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ UEFA დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს – კონკურენტთა სიაში მხოლოდ თურქეთი და რუსეთი იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის მიერ დაფიქსირებულ განცხადებას, მსოფლიოს მასშტაბით მძაფრი და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბრიტანული მედია საშუალებები ავრცელებენ სავარაუდო შემადგენლობას, […]
ბორის ჯონსონი – ჩავატაროთ ევროპის ჩემპიონატი უკრაინაში და არა რუსეთში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარების ინიციატივით გამოდის. ჯონსონმა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 3 განაცხადი მიიღო. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების სურვილით გამოვიდნენ. მასპინძლობის სურვილი გამოთქვა […]
დუმილი და რუსული კლუბის სამსახურში ყოფნა ღალატია – უკრაინამ ტიმოშჩუკი დასაჯა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სრულიად მსოფლიო შოკირებული ადევნებს თვალს. საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთი უკრაინას ბარბაროსულად დაესხა თავს – 2 კვირაზე მეტია უკრაინული ქალაქები უმოწყალოდ იბომბება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცე და ერთიან პოზიციას ინარჩუნებს და რუსეთის ბარბაროსულ ქმედებას გმობს. პოლიტიკური სანქციების პარალელურად, სპორტული საზოგადოებაც გაერთიანდა და არაერთმა გავლენიანმა ორგანიზაციამ […]
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარგენილ იქნა კანონ-პროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვარის 25 წლამდე გაზრდას. აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს მის დამტკიცებას. ზემოხსენებული საკანონმდებლო […]
როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი
სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ სათამაშო სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, სექტორის გადაწყვეტილებით გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. არის თუ არა ონლაინ სათამაშო ბიზნესი შემოსავლებით პირველ ადგილზე? არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავალით პირველ ადგილზე და არც ათეულშია. 2020 […]
ევრო 2022 | U17 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, U17 საქართველოს საფეხბურთო ნაკრები – გერმანიას, ჩეხეთსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება. ელიტ რაუნდის მატჩები 2022 წლის მარტში (21-29) გაიმართება. ელიტ რაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
ევრო 2022 | U19 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, U19 საქართველოს საფეხბურთო ნაკრები – ხორვატიას, რუმინეთსა და ისლანდიას დაუპირისპირდება. ელიტ რაუნდის მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე – 23, 26 და 29 მარტს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა და მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
ევრო 2023 | U17 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები – ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები 2022 წლის ოქტომბერში (25, 28, 31) გაიმართება. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
ევრო 2023 | U19 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები – ინგლისს, დანიასა და მონტენეგროს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩები 2022 წლის სექტემბერში (21, 24, 27) გაიმართება. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
რომელი გრანდის ვარსკვლავებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული?
29 ნოემბერს, თბილისის დროით 21:50 საათზე, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. რობერტ ლევანდოვსკი და ლეო მესი ფავორიტთა შორის არიან და უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრები ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ არაერთი გამორჩეული მომენტის მომსწრე გახადეს – პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამართული დებატები ხშირად უშედეგოდ სრულდება. გულშემატკივართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, […]