ინფექცია – კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყისი შეხვედრები გამოტოვოს.

პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა ეროვნული გუნდის დახმარება შესაძლოა იმის გამო ვერ შეძლოს, რომ მარჯვენა ფეხში ინფექცია შეეჭრა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები 5 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ და შესაბამისად, ხორვატიის და შვედეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

პორტუგალიელთა კაპიტანმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ეროვნული გუნდის მაისურით 164 შეხვედრაში 99  გოლი გაიტანა.

(73)

ინფექცია – კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

სტატიის ავტორი
-