მაკედონიის მწვრთნელი: “საქართველო გუნდურად კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში, “დინამო არენაზე” შედგა, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“არ მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. როგორც ყველა მწვრთნელი, მეც ჩემს გუნდს ხვალ გამარჯვებისთვის ვამზადებ, რამდენადაც შესაძლებელია, საუკეთესო ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და იმედია სასურველ შედეგს მივიღებთ. 

ამ მომენტში საქართველო გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს, ის გამართული გუნდია და ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ვენი გეგმა გვექნება და 3 ქულის მოსაპოვებლად ვითამაშებთ.

სკოპიეში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში ცუდი პირობები გვქონდა, რთული იყო კარგი ფეხბურთის თამაში, მაგრამ თბილისში იდეალური პირობებია და ვთვლი, რომ საინტერესო თამაში გველის”, – თქვა ანგელოვსკიმ.

საქართველო-მაკედონიის შეხვედრა 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

(894)

მაკედონიის მწვრთნელი: “საქართველო გუნდურად კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”

სტატიის ავტორი
-