FIFA-ს ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას განიხილავს. აზრიის საფეხბურთო ფედერაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ინფანტინომ განაცხადა, რომ 2022 წელს ყატარში შესაძლოა 48 ნაკრებმა ითამაშოს. “გადავწყვიტეთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების რაოდენობა 16-ით გავზარდოთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს 2026 წელს მოხდება, თუმცა ჩვენ 2022 წლის ვარიანტსაც […]