რა ხდებოდა ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ? კადრები გასახდელიდან (ვიდეო)

ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც ბელარუსთა კარის აღება მატჩის დასაწყისშივე, თერთმეტმეტრიანი დარტმით შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა დასახელდა, რომელმაც 10-დან 7 დუელი, ხოლო 3-დან 2 საჰაერო ბრძოლა მოიგო. ასევე, კანკავამ სტუმართა  ბურთი 3-ჯერ ჩაჭრა, პასების 78% კი ზუსტად შეასრულა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის საფინალო შეხვედრას 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართავს – ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

იხილეთ საქართველოს ნაკრების წევრების ემოციები მატჩის დასრულების შემდეგ


ასევე იხილეთ: საქართველო 1:0 ბელარუსი (მიმოხილვა)

(286)

სტატიის ავტორი
-