რონალდუ პორტუგალიას დაეხმარება – კრიშტიანუმ დაბრუნება დააანონსა 

​პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დააანონსა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე -2 ტურის შეხვედრაში შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

“მზად ხვალინდელი დღისთვის” – დაწერა ტურინის “იუვენტუსის” გოლეადორმა Instagram-ში და თან ნაკრების ვარჯიშზე გადაღებული ფოტოები დაურთო.

5 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშა, რადგან ფუტკრის ნაკბენისგან გამოწვეულ ინფექციას მკურნალობდა. მის გარეშე პორტუგალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ხორვატია – 4:1 დაამარცხა.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, კრიშტიანუ მოედანზე 164-ჯერ გავიდა და 99 გოლი გაიტანა, მას ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირის, ირანელი ალი დაეის რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა აქვს და იქამდე 10 ბურთის შეგდება აშორებს.

(233)

რონალდუ პორტუგალიას დაეხმარება – კრიშტიანუმ დაბრუნება დააანონსა 

სტატიის ავტორი
-