,,მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის ,,არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, ერთა ლიგაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტურნირის მოსაგებად ფეხბურთელები არ იბრძვიან: ,,ვფიქრობ, ერთა ლიგაზე უკეთესი ამხანაგური მატჩებია. ფეხბურთი არის თამაში, რომელიც ხალხს ეკუთვნის. ეროვნულმა გუნდებმა უნდა ითამაშონ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვეულებრივ არ ხვდებიან, რათა ამ ქვეყნების გულშემატკივრებს საუკეთესო ფეხბურთელების ხილვის შანსი მიეცეთ. ასეთი ძლიერი მოთამაშეების ხილვა […]