მაკლარენის გუნდის წევრს კორონავირუსი აქვს – ავსტრალიის გრან-პრი არ ჩატარდება

ფორმულა 1-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წლის ავსტრალიის გრან-პრის პირველი ეტაპი არ ჩატარდება.

მიზეზი ცხადია კორონავირუსის პანდემია გახლავთ, რომლის გამოც უპრეცედენტო შემთხვევები ფიქსირდება და მსოფლიო სპორტში არაერთი უმსხვილესი მასშტაბის ღონისძიება უქმდება.

ცნობილია ისიც, რომ “მაკლარენის” გუნდის ერთ-ერთ წევრი COVID19-ით ინფიცირებულია. გუნდმა ტურნირში მომაწილეობაზეც უარი განაცხადა.

ვიდრე ოფიციალური განცხადება გაკეთდებოდა, გამორჩეული მრბოლელები კიმი რაიკონენი და სებასტიან ვეტელი დუბაიში ჩაფრინდნენ

(10)

მაკლარენის გუნდის წევრს კორონავირუსი აქვს – ავსტრალიის გრან-პრი არ ჩატარდება

სტატიის ავტორი
-