უეფამ დაადასტურა: საქართველოს და ბელარუსის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება!

საქართველოს ნაკრების ისტორიაში გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება! ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს.

24 სექტემბერს, ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩის შემდეგ, რომელიც ასე ვთქვათ, საპილოტე, სატესტო დატვირთვას ატარებდა და რომელსაც 15 000 ქომაგი დაესწრო, უეფამ გადაწყვიტა, რომ შემდეგ კვირაში გასამართ ყველა სანაკრებო შეხვედრას გულშემატკივრის 30% დაესწროს. თანაც, აღნიშნული სიახლე, ჯერჯერობით მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ მაყურებელზე ვრცელდება და სტუმარი გუნდის ქომაგები მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

უეფას განცხადებაში წერია, რომ გულშემატკივრის დასწრების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალის ეგიდით, 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

(200)

უეფამ დაადასტურა: საქართველოს და ბელარუსის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება!

სტატიის ავტორი
-