უნგრეთი – პორტუგალია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ერთმანეთს უნგრეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ მომენტისთვის, ეს ჯერჯერობით ერთადერთი, ჯგუფია, რომლის წარმომადგენელ ნაკრებებსაც თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ. უნგრეთის ნაკრები მოქმედ ევროპის ჩემპიონს, თავისსავე დედაქალაქ ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

უნგრეთის ნაკრები: გულაშიბოტკა, ორბანი, შალაი – ნეგო, ლოვრენშიჩი, კლეინჰეიზილერი, შაფერი, ფიოლა – სალაი – შალაი. (3-4-1-2)

მთავარი მწვრთნელი – მარკო როსი (იტალიელი, 56 წლის).

პორტუგალიის ნაკრები: პატრისიუსემედუ, პეპე, დიაში, გერეირო – ფერნანდეში, პერეირა, ვილიამ კარვალიო – სილვა, რონალდუ, ჟოტა. (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიელი, 66 წლის).

(58)

უნგრეთი – პორტუგალია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია 

სტატიის ავტორი
-