ვლადიმერ ვაისი: “არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლაიდერ ვაისმა საქართველო-ლატვიის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ იყო განაცხადში პორტუგალიური „ნასიონალის“ მოთამაშე – გიორგი არაბიძე.  ვლადივერ ვაისმა გიორგი არაბიძეზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“გიორგი არაბიძის შესაძლებლობები ვიცი, მანამდეც მყავდა გამოძახებული. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მის ასაკში ფეხბურთელები უფრო მეტს დარბიან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ის არ იყო მზად ამ შეხვედრებისთვის, ვფიქრობ მომავალში ის აუცილებლად ითამაშებს. მისთვის კარი ყოველთვის ღიაა.“

მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისი სლოვაკი სპეციალისტია და იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს.

 

 

(311)

ვლადიმერ ვაისი: “არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ…”

სტატიის ავტორი
-