Belive

სანჩესისთვის წელი დასრულდა? - ჩილელს ოპერაცია სჭირდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერისა" და ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ალექსის სანჩესი კოლუმბიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (0:0) დაშავდა. როგორც ესპანური Mundo Deportivo წერს, 30 წლის თავდამსხმელი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს. სანჩესმა მარცხენა ფეხის ტერფის მყესის ტრავმა მიიღო. უახლოეს პერიოდში სანჩესს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის მერეც საბოლოო დიაგნოზი ცნობილი გახდება. მაღალი ალბათობით, ალექსისს ოპერაცია სჭირდება, აღდგენითი პროცესი კი ორ თვეს მოითხოვს, ამიტომ გამოცდილი ჩილელი "ნერაძურის" მომავალ წლამდე ვერ დაეხმარება. სანჩესი "ინტერში" მიმდინარე წლის ზაფხულში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით გადავიდა და 3 მატჩის ჩატარება მოახერხა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და წითელი ბარათიც მიიღო.

სხვა სტატიები