Belive

სანჩო დორტმუნდს ლონდონში კურიოზული მიზეზის გამო ვერ გაჰყვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ლიდერმა ჯეიდონ სანჩომ, აეროპორტში აღმოაჩინა რომ პასპორტი სახლში დარჩა და ამიტომ გუნდთან ერთად გაფრენა ვერ მოახერხა. დორტმუნდი ლონდონში "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისთვის უკვე გაემგზავრა და "უემბლიზე" პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ სანჩომ გასულ მატჩში ჰოფენჰაიმთან რომელიც 3:3 დასრულდა, 1 გოლი გაიტანა. სულ კი სანჩოს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მან მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები