Belive

"სანჩო ფიზიკურად და მენტალურად მზად არ არის" - ერიკ ტენ ჰაგი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერიკ ტენ ჰაგის თქმით, თამაშში დაბრუნებამდე ჯეიდონ სანჩო ძალების აღდგენას ცდილობს. გუნდის თავკაცის ცნობით, ახალგაზრდა ინგლისელი არც ფიზიკურად და არც მენტალურად მზად არ არის.

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, სანჩო გუნდში არ მისულა. საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელმა ესპანეთში ჩანიშნული შეკრებაც გამოტოვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პერიოდში ის ნიდერლანდებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

22 წლის ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა მანჩესტერში, მაგრამ ტენ ჰაგი ამბობს, რომ ინგლისელი გარემარბი საკმარისად არ არის მომზადებული, რათა მოედანზე დაბრუნდეს.

"ამ მომენტისთვის ის ფორმაში არ არის. მოედანზე დაბრუნებისთვის, სანჩო ფიზიკურად და მენტალურად მზად არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფიზიკურობის მხრივ, ის აშკარა პროგრესს განიცდის. რთულია იმის თქმა თუ, როდის დარუნდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება." - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა

"მანჩესტერს" წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის თანაქალაქელი "სიტის" წინააღმდეგ. მანჩეტსერული დერბი 14 იანვარს, 16:30 საატზე გაიმართება.

სხვა სტატიები