Belive

სანჩო ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერი ფეხბურთელი ხდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავი, ჯეიდონ სანჩო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთან, ვინისიუსთან ერთად მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებადი თინეიჯერი ხდება. 19 წლის ინგლისელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბთან ახალ კონტრაქტს დათანხმდა, რომლის თანახმადაც, კვირაში 190 000 ევროს მიიღებს. Daily Mail-ის სტატიაში ნათქვამია, რომ სანჩო წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ბრიტანულ მედიაში ასევე იწერება, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებადი თინეიჯერი, შესაძლოა, კალუმ ჰუდსონ-ოდოი გახდეს. 18 წლის ვინგერი "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების შემთხვევაში, კვირაში 200 000 ევროს მიიღებს.  

სხვა სტატიები