Belive

სანჩომ იუნაიტედს მთავარი პირობა წაუყენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდის ბორუსიაში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ინგლისელს წელს 17 გოლი და 19 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მსოფლიოს სანჩოს სახით ახალი ვარსკვლავი ეზრდება. ინგლისელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პრემიერ ლიგური კლუბები იჩენენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, თითქოს სანჩო ყველაზე ახლოს "ჩელსისთან" იყო, მაგრამ "არისტოკრატებმა" საკმარისი ყურადღება არ გამოიჩინეს და სანჩო გერმანიაში დარჩა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა ჯეიდონთან მოლაპარაკებებს "იუნაიტედი" აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით სანჩომ "ეშმაკებს" პირობა წაუყენა. იმ შემთხვევაში თუ სოლსკიაერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, მაშინ ინგლისელი ფეხბურთელი მათთან არ გადავა. ამჟამად მანჩესტერული კლუბი პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილზე 45 ქულით იმყოფება და "ჩელსის" სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ევროპის ლიგაზეც ასპარეზობს და მერვედფინალურ პირველ დაპირისპირებაში "ლასკს" სტუმრად 5:0 სძლია.

სხვა სტატიები