Belive

სანდრო კობახიძე: ვოსრკლადან მშვიდობიანად წამოვედი, ამ კლუბს არასდროს დავივიწყებ 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გამოცდილმა ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ „ვორსკლას“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში პოლტავურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. 32 წლის ფეხბურთელი „ვორსკლაში“ 2016-19 წლებში ირიცხებოდა, გასულ ზაფხულს კი დნიპროში გადაბარგდა. „ახლა მთლიანად „დნიპროზე“ ვარ კონცენტრირებული, თუმცა „ვოსრსკლა“ მუდმივად ჩემს გულში იქნება, რადგან პოლტავაში საკმაოდ დიდი დრო გავატარე. მე და ჩემს ოჯახს პოლტავაში ახლაც გვაქვს საყვარელი ადგილები: სკვერები, ქართული რესტორნები და სხვა. პოლტავაში ბოლო დროს ჩემს პატრა ქალიშვილთან ერთად ვიყავი. იქ დასვენებისა და განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ამჟამად „ვორსკლასთან“ არაფერი მაკავშირებს, თუმცა ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და სიახლეებით ყოველთვის ვინტერესდები. ვორკსლაში“ ბევრი წარმატებული მომენტი მქონდა და ასე კონკრეტულად ჩამოთვლა არ მსურს. მთლიანობაში, მახსენდება და მახარებს ჩვენს მიერ მოგებული მნიშვნელოვანი მატჩები და ის კარგი ადამიანები, რომლებსაც „ვორსკლაში“ ვხვდებოდი. პოლტავაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ერთ დიდი ოჯახში. განსაკუთრებით კარგად საუნა მახსენდება, რომელშიც ვიკრიბებოდით, საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით და ყველა საკამათო საკითხს ვარჩევდით. ისევე როგორც ფეხბურთელებთან, ასევე მწვრთნელებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც კლუბში მუშაობენ, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, კლუბი მშვიდობიანად დავტოვე“,-თქვა კობახიძემ. კობახიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი, „ვორსკლაში“ 59 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, 4 გოლი გატანილი და 5 საგოლე პასი გატანილი. მან პოლტავურ კლუბთან ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.

სხვა სტატიები