Belive

სანემ ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის, ლეროი სანეს შეძენა მიუნხენის "ბაიერნს" სურს. გუშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთთან მოგებულ მატჩის შემდეგ, (8:0) გერმანელ ვინგერს ჟურნალისტებმა "ბაიერნის" ინტერესზე ჰკითხეს. "ახლა დასვენება მაქვს. ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს გაიგებთ. მიუნხენელთა ირგვლივ ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია," - თქვა სანემ. ლეროი სანე გვარდიოლასგან მიღებული სათამაშო დროით კმაყოფილი არ არის. 23 წლის გერმანელმა განვლილ პრემიერლიგაში 10-10 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები