Belive

სანეს ტრავმამ კვირაში £400,000-იანი კონტრაქტი დააკარგვინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეროი სანესთვის მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ჩაშლილ ტრანსფერთან ერთად მისთვის 2019/20 წლების სეზონი დაწყებამდე დასრულდა. "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიღებულმა ტრავმამ, ლეროი სანეს კვირაში £400,000-იანი კონტრაქტი დააკარგვინა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან შეჯახების შემდეგ, ლეროი სანემ მუხლის მყესები დაიზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, სანეს ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება და მოედანზე დაბრუნებს თვეების განმავლობაში ვერ შეძლებს. "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის "ბაიერნში" გადასვლა პრაქტიკულად მოგვარებული იყო, თუმცა სანეს ტრავმის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. "რეკორდმაისტერი" მზად იყო სანეს სანაცვლოდ 110 მილიონი ფუნტი გადაეხადა, თავად ფეხბურთელს კი წლიური ანაზღაურების სახით, £20.8 მილიონს სთავაზობდა.      

სხვა სტატიები