Belive

სანია ერთა ლიგაზე: ,,ამ ტურნირში რეალური კონკურენცია არ არსებობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტისა'' და ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, ერთა ლიგაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტურნირის მოსაგებად ფეხბურთელები არ იბრძვიან:

,,ვფიქრობ, ერთა ლიგაზე უკეთესი ამხანაგური მატჩებია. ფეხბურთი არის თამაში, რომელიც ხალხს ეკუთვნის. ეროვნულმა გუნდებმა უნდა ითამაშონ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვეულებრივ არ ხვდებიან, რათა ამ ქვეყნების გულშემატკივრებს საუკეთესო ფეხბურთელების ხილვის შანსი მიეცეთ. ასეთი ძლიერი მოთამაშეების ხილვა ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელი იქნებოდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ფეხბურთი ფანების თამაში აღარ არის.

ვფიქრობ, ამ ტურნირში რეალური კონკურენცია არ არსებობს. მისი მოგებისთვის არცერთი ფეხბურთელი არ იბრძვის. ჩვენ, ასევე, მოთამაშეების კეთილდღეობაზეც უნდა ვიზრუნოთ, მათ უნდა დაისვენონ და უაზრო მატჩებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ,'' - განაცხადა სანიამ.

ერთა ლიგის პირველი საერთაშორისო ტურნირი 2018 წელს დაიწყო და A დივიზიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, 2020-2021 წლებში საფრანგეთმა იმარჯვა, მომავალ წელს კი ჩემპიონობისთვის ხორვატია, ესპანეთი, ნიდერლანდები და იტალია იბრძოლებენ.

სხვა სტატიები