Belive

სანიოლი: ,,კვარაცხელია იტალიაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ,,ნაპოლიში'' ხვიჩა კვარაცხელაის გადასლვაზე ისაუბრა:
,,თუ ნაპოლიმ კვარაცხელია გაიფორმა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ მასში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია. ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ის განსაკუთრებულია, თუმცა, თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ, რა შეუძლია მას. უდავოა, რომ კვარაცხელია იტალიაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება,'' - სანიოლის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ,,ნაპოლისთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნეაპოლელები ,,დინამო ბათუმს” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხვიჩას ხელფასი კი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე ყაზანის ,,რუბინში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები