Belive

სანიოლი - ლობჟანიძეს: "რამდენიმე გოლი ნაკრებისთვისაც შეინახე, გთხოვ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გრანდის, "გალათასარაის" კარტში დუბლის შესრულება შეძლო, რის შედეგადაც "ჰატაისპორმა" - 4:2 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში 35 ქულით მესამე პოზიციაზე დაწინაურდა. მატჩის შემდეგ, ლობჟანიძემ დადებითი შეფასება ქართულ თუ თურქულ მედიაში და გულშემატკივართა შორის დაიმსახურა, მისი კარგი თამაში კი უყურადღებოდ არც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს დარჩენია. ფრანგმა სპეციალისტმა ლობჟანიძის პოსტზე ჩვეული იუმორით დაწერა: "გთხოვ, რამდენიმე გოლი საქართველოს ნაკრებისთვისაც შეინახე".
მიმდინარე სეზონში, 27 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე 6 გოლი და 7 საგოლე პასია.  

სხვა სტატიები