Belive

სანიოლი: "ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ ხვალ საქართველომ იამაყოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
"დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიხარია, რომ სტოქჰოლმში ვართ. შესარჩევი ეტაპის დაწყებას მოუთმენლად ველით. შვედეთის ნაკრები ძალიან გამოცდილია, მაგრამ აქ ამბიციებით ვართ. იქნება თუ არა ფრე კარგი შედეგი? არა, მე ვიტყოდი, რომ მოგება უკეთესია. გერმანიაში ყოფნის პერიოდში სწორედ ეს ვისწავლე, რომ რაც არ უნდა ძლიერი მეტოქე გყავდეს, მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გახვიდე. საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, ისინი კი შეეცდებიან თავი ისე წარმოაჩინონ, რომ ხვალ ქვეყანამ იამაყოს. ზლატანი დიდებული ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მეც მქონდა თამაშის პატივი. გუნდს სურს, რომ არა ზლატანი, არამედ მთელი შვედეთის ნაკრების შეაჩეროს, დანარჩენს კი მოედანზე ვიხილავთ," - თქვა სანიოლმა."
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებ გუნდებს შორის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები