Belive

"სანიოლის მიდგომა მომეწონა, მას საქმე სწორად მიჰყავს" - კახა ცხადაძემ რუმინეთთან გამარჯვება შეაფასა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც "ჯვაროსნებმა" - 2:1 იმარჯვეს, ეროვნული გუნდის ყოფილმა და "დინამო თბილისის" ახალმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ შეაფასა.
"ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანიოლი მეოთხე თამაშს ატარებდა და ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ. მითუმეტეს, რომ რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და მდიდარი ტრადიციები აქვს. თანაც, აქამდე მათ 7-ჯერ შევხვდით და მოგება არ გვქონდა. პოზიტივს ვხედავ იმაშიც, რომ ამ მოგებულ მატჩში მან ის მინუსები დაინახა, რის დანახვაც სურდა და ამაზეც იმუშავებს. ასეთი თამაშები მწვრთნელს იმიტომ სჭირდება, რომ ოფიციალურ მატჩებამდე მოთამშეებზე სრული წარმოდგენა შეიქმნას და ოფიციალურ თამაშებს დალაგებული შეხვდეს – შემადგენლობით და ტაქტიკური სქემით. მე დანარჩენს არ შევეხები, რადგან პოზიტივი დავინახე. სხვათა შორის, მას ერთადერთი მომენტი ჰქონდა და ეს შანსი გამოიყენა. ცივსისხლიანი ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთხელ დავინახეთ იგივე კიტეიშვილი, რომელიც თამაშში კარგად შემოვიდა. მგონია, რომ ახლა ის მოთამაშეებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ძირითადში თამაშობენ და ხარისხით უფრო სხვაგვარი თამაში იქნება. მიმაჩნია, რომ სანიოლი საკონტროლო თამაშს აბსოლუტურად სწორად მიუდგა და ისე ჩანს, რომ საქმე სწორად მიჰყავს. მას მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც წარმატების 5 პროცენტია და თამაშებს სწორედ ეს იგებს. თანაც სანიოლი ქედმაღალი არაა, უბრალო ადამიანია. მწვრთნელი ვარ და ვიცი, ეს ფაქტორი რა როლს თამაშობს გუნდში", - თქვა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები