Belive

ვილი სანიოლი: "ბედნიერი ვარ გამარჯვებით და მეორე ტაიმში თამაშის ხარისხით..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია 0:3 დაამარცხა და 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა – ვილი სანიოლიმ, მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ვეცადე, რომ ბევრი ფეხბურთელი არ შემეცვალა. იმ მატჩში ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა, თუმცა ვეცადე, რომ ძირეული ცვლილებები არ გამეკეთებინა. შესვენებაზე ვიცოდით, რომ რაღაცეები უნდა შეგვეცვალა და მოთამაშეებმა სტადიონზე დიდი სამუშაო შეასრულეს. ანგარიშით მოხარული ვარ, თუმცა თუ პირველ ტაიმს გავითვალისწინებთ 0:3 ძალიან მაგარი შედეგია. შესაბამისად, მეორე ტაიმით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, გამარჯვება კარგია, თუმცა წინ ბულგარეთთან მატჩია და ამაზე ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე.  მამარდაშვილი თავდაჯერებული იყო, მიხარია რომ მან თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა".
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს, “დინამო არენაზე” ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები