სანტიაგო არიასის უმძიმესი ტრავმა

10 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს კოლუმბია და ვენესუელა დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კოლუმბიის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მიუხედავად კოლუმბიის დამაჯერებელი გამარჯვებისა, შეხვედრა “ლევერკუზენის” მცველისთვის, სანტიაგო არიასისთვის ძალიან მძიმედ წარიმართა. კოლუმბიელმა მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.

შეხვედრის მე-8 წუთზე არიასმა დარვინ მაჩისთან ბრძოლაში ბურთი კუთხურზე გადააგდო. სწორედ ამ მომენტში მაჩისი ცუდად დაეცა არიასს ფეხზე, რის შემდეგაც კოლუმბიელის კოჭი სრულიად არაბუნებრივ მდგომარეობაში მოექცა.

არიასის დაზიანების შემხედვარე თავად მაჩისიც შოკირებული იყო ნანახით, თითქოს ცრემელებიც კი წამოუვიდა.

 


 


არიასმა ექვსი წუთი გაატარა გაზონზე, სანამ თანაგუნდელები ამშვიდებდნენ და სამედიცინო პერსონალი ზრუნავდა მასზე, ვიდრე საკაცეზე დააწვენდნენ და საავადმყოფოში წაიყვანდნენ.

სავარაუდოა, რომ კოლუმბიელ მოთამაშეს საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდება, რადგან ასეთი შემზარავი ტრავმის შემდეგ მას სერიოზული ოპერცია ელის, რის შემდგომაც, რასაკვირველია, რეაბილიტაციასაც დასჭირდება დრო.

 

 

(118)

სანტიაგო არიასის უმძიმესი ტრავმა

სტატიის ავტორი
-