Belive

სანტიაგო კანისარესი: "ვინ უნდა იყოს ვალენსიას პირველი მეკარე? ეჭვები გაფანტულია" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის", "ვალენსიას" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ირიბად ისაუბრა.
ლეგენდარულ მეკარეს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ მისი აზრით, "ღამურების" რომელი მეკარე იმსახურებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში, რაზეც 51 წლის ესპანელის პასუხი შემდეგნაირი იყო: "ამ მომენტში მე საკამათოს ვერაფერს ვხედავ. არის ერთი მეკარე, რომელმაც ყველანაირი ეჭვი გაფანტა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში".
გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგის პირველ ტურში “ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (1:0) და სათამაშო კვირის საუკეთესო მეკარე, სიმბოლური გუნდის წევრი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.

სხვა სტატიები