Belive

სანტიაგო სოლარი: "რეალში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი შანსია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, სანტიაგო სოლარი დაინიშნა. არგენტინელი "რეალში" ზინედინ ზიდანთან ერთად თამაშობდა და 2016 წელს "რეალის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა, როდესაც ზიზუ "რეალის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება სოლარის კარიერა გუნდის ძირითად გუნდში და შეძლებს თუ არა არგენტინელი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას. "რეალი ჩემპიონებისა და მებრძოლების გაერთიანებაა. ახლა გუნდში რთული სიტუაცია, თუმცა მჯერა, რომ გუნდს რთული პერიოდის დაძლევა შეუძლია. მიხარია რომ აქ ვიმყოფები და მზად ვარ გამოწვევისთვის. ეს შესანიშნავი შანსია ჩემთვის და მზად ვარ, გუნდს დიდება დავუბრუნო", - აღნიშნა სოლარიმ. ასევე ნახეთ: სანტიაგო სოლარის გოლი "ბარსელონას" კარში    

სხვა სტატიები