Belive

სანტიაგო სოლარიმ რეალთან გაახანგრძლივა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხულენ ლოპეტეგის გუნდიდან გაშვების შემდეგ, "ბლანკოსმა" სანტიაგო სოლარის მეთაურობით ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ოთხი გამარჯვება იზეიმა. სამეფო კლუბის მესვეურები კმაყოფილნი არიან არგენტინელი მწვრთნელის მოღვაწეობით და მას ნდობა გამოუცხადეს. მადრიდელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანტიაგო სოლარი "რეალს" მომდევნო სამი წლის მანძილზე უთავკაცებს. განახლებულ 3 წლიან კონტრაქტს, სანტიაგო სოლარიმ 13 ნოემბერს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი მწვრთნელი "ბლანკოსს" 2020/21 წლების სეზონის ჩათვლით უთავკაცებს.

სხვა სტატიები