Belive

"სანტოსი" უარყოფს, რომ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრაზილიულმა კლუბმა "სანტოსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას პელეს მიერ ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც. საქმე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ბრაზილიელს ოფიციალურად "სანტოსის" მაისურით 643 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესიმ მისი შედეგი "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში გატანილი გოლით გააუმჯობესა და "ბარსას" მაისურით 644 გოლი მოუგროვდა. "სანტოსის" განცხადებაში ნათქვამია : 
" "სანტოსის" შემადგენლობაში პელემ  1091 ბურთი გაიტანა. 643 გოლი მან ოფიციალურ შეხვედრებში გაიტანა, თუმცა კიდევ 448 გოლია მის ანგარიშზე ამხანაგურ შეხვედრებში, რატომღაც ეს გოლები მხედველობაში არ იქნა მიღებული, თითქოს მათ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეთ. 448 გოლი, რომლებსაც არ ითვალისწინებენ სამხრეთ ამერიკის ავტორიტეტული გუნდების კარშია გატანილი". "ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ გოლების უმეტესობა შედარებით დაბალი დონის გუნდებთანაა გატანილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა შეხვედრა ოფიციალური პროტოკოლის დაცვით ჩატარდა. საუბარი იმაზე, რომ მეტოქეები სუსტები იყვნენ და შეხვედრებს არაოფიციალური სტატუსი ჰქონდათ, სტატისტიკისთვის უმნიშვნელოა, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ყველა გატანილ გოლს აქვს დიდი მნიშვნელობა და მთავარი ის არაა, რომ გოლები მაინცდამაინც ტოპ კლუბების კარში იყოს გატანილი".
თავად 80 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ლეო მესის რეკორდის დამხობა მიულოცა.
"გილოცავ ისტორიული რეკორდის დამყარებას. თუმცა, პირველ რიგში, გილოცავ შენს ბრწყინვალე კარიერას “ბარსელონაში”. ჩვენი ისტორიების მსგავსი – ერთი კლუბის მიმართ ამდენხნიანი ერთგულებისა და სიყვარულისა, სამწუხაროდ, ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხდება. აღფრთოვანებული ვარ შენით”,- დაწერა პელემ.  

სხვა სტატიები