Belive

სანტუში: ,,არის თუ არა ლეაუ რონალდუს მემკვიდრე? ფეხბურთში კრიშტიანუს ვერავინ ჩაანაცვლებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჩეხეთთან მატჩის წინ, რაფაელ ლეაუსა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:
,,არის თუ არა რაფაელ ლეაუ რონალდუს მემკვიდრე? ისინი ერთ პოზიციაზე არ თამაშობენ. ამ თვალსაზრისით, მას არ შეიძლება, მემკვიდრე ჰყავდეს. ფეხბურთში რონალდუს ვერავინ ჩაანაცვლებს, ეს ლეაუს არ უნდა დააკისროთ.ლეაუ ლეაუ უნდა იყოს. ის გუნდში იმიტომაა, რომ ეს დაიმსახურა და ნაკრების მომავალია. რა თქმა უნდა, პორტუგალიას მისი იმედი ექნება, გუნდის არსებობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული,'' - განაცხადა სანტუშმა.
ხვალ პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ტურში ჩეხეთს უმასპინძლებს. პირველი ორი ტურის შემდეგ სანტუშის გუნდს 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები