Belive

სანტუში პორტუგალიის ნაკრების რეკორდსმენია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფერნანდო სანტუში პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელი გახდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუსა და ბრუნო ფერნანდეშის გოლების მეშვეობით, ლუქსემბურგს 2:0 მოუგო და დაგროვილი 17 ქულით გაისად გასამართი ტურნირის საგზური მოიპოვა. ეს გამარჯვება ფერნანდო სანტუშისთვის კარიერაში 43-ე იყო, რაც ევროპის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის რანგში სარეკორდო მაჩვენებელია. 43 გამარჯვების მოსაპოვებლად, სანტუშს 70 შეხვედრა დასჭირდა. მან ლუიშ ფელიპე სკოლარის გადაასწრო, რომელმაც ევრო 2004-დან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე 74 მატჩიდან 42 მოიგო.

სხვა სტატიები