Belive

სანტუში: ,,რა თქმა უნდა, რონალდუსგან ყველანი გოლს ველით, მაგრამ იგივე მოლოდინი მთელი ნაკრებისგან გვაქვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მისი გუნდის კაპიტანზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

,,ფეხბურთი ასეთია... კრიშტიანუს სამი თუ ოთხი საგოლე შანსი ჰქონდა. რამდენიმეჯერ ზუსტად დარტყა, რამდენიმეჯერ არაზუსტად, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ეს ფეხბურთის ნაწილია. რონალდუმ გუნდისთვის ბევრი იმუშავა, სივრცეები რომ არ გაეხსნა, ამდენ გოლს ვერ გავიტანდით.

რა თქმა უნდა, მისგან ყველანი გოლს ველით, მაგრამ იგივე მოლოდინი გვაქვს მთელი პორტუგალიის ნაკრებისგან. კრიშტიანუ მოგებით ბედნიერია,'' - სანტუშის სიტყვებს O Jogo ციტირებს.

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში პორტუგალიამ ჩეხეთს სტუმრად 4:0 მოუგო. რონალდუმ მატჩში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სანტუშის გუნდი ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლებს და არწაგების შემთხვევაში ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს.

სხვა სტატიები